“სამსუნგის” მეთაურის მემკვიდრეები 11 მილიარდ დოლარს გადაიხდიან

“სამსუნგის” გარდაცვლილი ხელმძღვანელის ლი გონ ხის ოჯახმა გაავრცელა, რომ მილიარდობით დოლარს საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხავს, გარდა ამისა, ხელოვნების ნიმუშებს მუზეუმებს გადასცემს, ასევე, მიღებული მემკვიდრეობის გამო გადასახადების სახით 11 მილიარდ დოლარს გადაიხდის.

ლიმ ოჯახს მემკვიდრეობით 20 მილიარდი დოლარი დაუტოვა, სამხრეთ კორეული კანონით მისი ოჯახის წევრებმა მემკვიდრეობის 60% უნდა გადაუხადონ საგადასახადო უწყებებს. გარდა ამისა, ნახატები, რომელიც ისეთ ავტორებს ეკუთვნით, როგორიცაა სალვადორ დალი, კლოდ მონე, პიკასო და სხვები, სულ 23 ათასი ნამუშევარი, ადგილობრივ მუზეუმებს გადაეცემათ, რომ ამით ოჯახმა თავიდან აიცილოს ხელოვნების ნიმუშებზე დაწესებული უზარმაზარი გადასახადების გადახდა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშირატიანი: მომართვიანობამ იმატა, კლინიკაში არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის
შემდეგი სტატიათურქეთმა 50 მილიონი დოზა “სპუტნიკ V”-ის შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი