Samsung-ის ხელმძღვანელს კორუფციის საქმეზე დაკითხავენ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პაკ კინ ხეს ირგვლივ აგორებულმა კორუფციულმა სკანდალმა კომპანია Samsung-ამდეც მიაღწია. გამომძიებლებმა გადაწყვიტეს კომპანიის ტოპ-მენეჯერი ლი ჩე ენი დაკითხონ, რომლიც ჰოლდინგის ხელმძღვანელის შვილია.
დღეს ის ეჭვმიტანილის სტატუსით დაიკითხება. გამოძიება თვლის, რომ Samsung-ი შემოწირულებებს აგზავნიდა არაკომერციულ ფონდებში, რომლის დირექტორიც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მეგობარი ჩხვე სუნ სილი იყო. ზუსტად ამ ფონდებიდან იწყება კორუფციული სკანდალი, რომლის შედეგედაც პაკ კინ ხეს იმპიჩმენტი გამოუცხადეს. გამოძიება თვლის, რომ პრეზიდენტის მეგობარი მსხვილ კომპანიებს აიძულებდა თანხების გადარიცხვას.

ლი ჩე ენი Samsung-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ფორმალურად განაგებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისმა მამამ და კომპანიის პრეზიდენტმა ლი გონ ხიმ ინფარქტი გადაიტანა, ლი ჩე იენი ითვლება კორპორაციის ფაქტიურ ხელმძღვანელად.

banner
წინა სტატიაშიკრემლს ტრამპზე კომპრომატი გააჩნია
შემდეგი სტატიანორვეგია პირველად მსოფლიოში ალანოგურ რადიოზე უარს ამბობს