“Samsung-ის” სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Samsung-ის ფირმის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შ.პ.ს. მანგის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე.წ. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში დაბალხარისხიანი გაზის წყლის გამათბობლების რეალიზაციას ახდენდა, რომელსაც Samsung-ის სასაქონლო მარკას კანონსაწინააღმდეგოდ აკრავდა.

დანაშაული 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიზღულაძემ უკრაინის რეფორმების მამოძრავებელ ძალად მოტყუების და იმედგაცრუების შეგრძნება დაასახელა
შემდეგი სტატიარას დაადგა თვალი ივანიშვილმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში?