სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა.
რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახლა ექსპერტები და მყვინთავები მუშაობენ.
სამძებრო სამუშაოები მტკვრის ამ ნაწილში გუშინაც მიმდინარეობდა, თუმცა ხილვადობის გაუარესების და დაბალი ტემპერატურის გამო შეწყდა.

ქუთათელაძის მკვლელმა, სავარაუდოდ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იარაღი და ტანსაცმელი სწორედ მტკვარში გადაყარა.

მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია 17 იანვარს დააკავეს, ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: ნარკოპოლიტიკის მოდელი შესაცვლელია
შემდეგი სტატია“საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს” – ადვოკატი