სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიებაში შსს-ს სპეციალური ჯგუფი ერთვება

სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში სპეციალური ჯგუფი ჩაერთო, რომელიც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. სამუშაო ჯგუფს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კობა ნარსია ხელმძღვანელობს. გადაწყვეტილება შს მინისტრმა მიიღო
„ამ დროისთვის, სპეციალური ჯგუფის წევრები უკვე რუსთავში იმყოფებიან. საგამოძიებო მოქმედებებში მათი ჩართვა საქმის ოპერატიულ და ობიექტურ გამოძიებას შეუწყობს ხელს. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია: „თემირლან მაჩალიკაშვილი სხვა მომავალზე ოცნებობდა“
შემდეგი სტატიადაჭრა “ბასიანთან” – რას გადაწყვეტს სააპელაციო