სამსონ ქუთათელაძეს ექვსი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის კომენტარი
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტზე:

„პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით 6
ჭრილობა აქვს მიყენებული. აგრეთვე, გაირკვა, რომ ბაზრობის შიდა
ტერიტორიაზე, ასევე, გარდაცვლილის სამუშაო ოთახში, სათვალთვალო კამერები არ
იყო დამონტაჟებული, თუმცა ამოღებულია ბაზრობის გარე პერიმეტრზე არსებული
ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს.
დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
ორი – 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას
გულისხმობს“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს ხაშურში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიაშსს ამ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს