სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით უკრაინა აშშ-თან კონსულტაციებს იწყებს – უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს, რომ კონსულტაციები უახლოეს დღეებში შვეიცარიაში გაიმართება და მასში ევროპელი პარტნიორებიც მიიღებენ მონაწილეობას
“უახლოეს დღეებში შვეიცარიაში, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით, ვიწყებთ კონსულტაციებს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს შორის, მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით.
უკრაინა ამ პროცესს საკუთარი ინტერესების მკაფიო გაგებით უდგება. ეს არის დიალოგის კიდევ ერთი ეტაპი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა და უპირველესად მიზნად ისახავს ჩვენი ხედვის შეჯერებას შემდეგი ნაბიჯებისთვის.
ჩვენ ვაფასებთ ამერიკული მხარის ჩართულობას და მის მზადყოფნას არსებითი დისკუსიისთვის. უკრაინა გააგრძელებს პასუხისმგებლობით, პროფესიონალურად და თანმიმდევრულად მოქმედებას — როგორც ამას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს”.
















