რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინისგან სამშვიდობო მემორანდუმის კიევის ვარიანტი მიიღო.
შეგახსენებთ, მედინსკი უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს:
„რუსეთის დელეგაციამ ადრე მიიღო უკრაინისგან მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მემორანდუმის მისი ვარიანტი. ჩვენ გავუმკლავდით. ჩვენს დელეგაციაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან განსხვავებული ენები. სხვათა შორის, ორი მათგანი თავისუფლად ფლობს იაპონურს“,- აღნიშნა მედინსკიმ.
რუსეთის დელეგაცია სტამბოლში უკვე ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებათა მეორე რაუნდია დაგეგმილი.