სამშვიდობო გეგმის წინადადებები რუსეთს შესაძლოა რამდენიმე დღეში წარედგინოს

ომის დასრულების თაობაზე წინადადებები რუსეთს რამდენიმე დღეში შეიძლება წარედგინოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის შემოჭრის დასრულებაზე ამერიკელ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებული წინადადებები რამდენიმე დღეში შეიძლება ფინალიზდეს, რის შემდეგაც ამერიკელები მათ კრემლს წარუდგენენ.

ზელენსკის თქმით, ორშაბათს, 15 დეკემბერს, ბერლინში ამერიკელებთან განხილული სამშვიდობო გეგმის პროექტი “იდეალური არ არის”, მაგრამ “ძალიან მუშაა”. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი საკითხი – კერძოდ კი, რა ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე – მოუგვარებელი რჩება.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ, ისევე, როგორც უამრავი ფრანგი, საფრანგეთის სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგი ვართ” – საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი
შემდეგი სტატიასამუდამო პატიმრობა, ან სიკვდილით დასჯა – მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის ვერდიქტი