7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთისგან მშვიდობაზე დაინტერესებას ელოდება

“ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, აჩვენოს, რომ დაინტერესებულია მშვიდობით, მას შემდეგ, რაც კიევი და მისი მოკავშირეები სამშვიდობო გეგმასა და უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმდნენ”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა არის წინადადება, რომელიც კიევისთვის მტკიცე და კარგად განსაზღვრულ უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს.

ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები, პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც, მისი თქმით, კარგად გაწვრთნილები და საბრძოლო გამოცდილების მქონეები არიან.

„ევროპელების ამოცანა იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინული არმიაც კარგად იყოს აღჭურვილი“, – აღნიშნა ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი მუშაობს გეგმებზე, რათა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობა უზრუნველყოს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტრომ განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო