14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

სამშველო ოპერაცია ჩოხატაურში: ტყიდან 6 მოქალაქე გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წარმატებული სამშველო ოპერაცია ჩაატარეს.

სოფელ სურების ტერიტორიაზე, ტყეში მყოფი ექვსი მოქალაქე დასახლებულ პუნქტში დაბრუნებას დამოუკიდებლად ვეღარ ახერხებდა. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ერთ-ერთ მათგანს გადაადგილება აღარ შეეძლო.

მაშველებმა ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ხოლო იმ პირის საევაკუაციოდ, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთი საქართველოდან საწვავის შეტანაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ერთადერთი შანსი, რომ თავისუფალი ვიყო, ხალხის სერიოზული აქტიურობაა” — მიხეილ სააკაშვილი