“სამშობლოს სამსახურისთვის ციხეში სვამენ ხალხს” – ირაკლი ალასანია

alasaniaე.წ-ლი კაბელების საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება თავისუფალმა დემოკრატებმა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნეს.

“ამ საქმეში დარჩა ძალიან ბევრი გარემოება რომელიც ამყარებს ეჭვებს საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივაციების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმის განხილვა მიმდინარეობდა 18 თვის განმავლობაში. დაიკითხა ათეულობით ადამიანი. არსებობს არაერთი მტკიცებულება თუ დოკუმენტი და მოსამართლეს დასჭირდა მხოლოდ ორი დღე იმისათვის, რომ განაჩენი გამოეტანა”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას თქმით, მათ ტყუილის ტირაჟირების წინააღმდეგ სჭირდებათ საზოგადოების აზრის მობილიზება.

“სამწუხაროდ ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ გამოაცხადა მთელს ქვეყანაში, რომ სამშობლოს სამსახურისთვის, კეთილსინდისიერად საქმის კეთებისთვის ციხეში სვამენ საქართველოში ხალხს. ეს მიუღებელია ყველასთვის და სწორედ სწორი სამართლებრივი ინფორმირებისთვის საზოგადოების, იმ ტყუილის ტირაჟირების წინააღმდეგ რომელიც დაიწყო პროკურატურამ, გვჭირდება საზოგადოების აზრის მობილიზება”, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ძეხვის ძეგლი აიღეს
შემდეგი სტატიაუკრაინაში უარი თქვეს “კანონიერი ქურდის” დაკანონებაზე