სამშაბათიდან პისიარ ტესტირებას შემოუერთდება ახალი კერძო ლაბორატორიები

თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ჩამოვიდა ტესტები, რომელსაც ელოდნენ და შეივსო „პისიარ“ ტესტების მარაგი, ასევე ფართოვდება ლაბორატორიული ქსელი.

„ჩვენ უკვე მზად გვავს გეგმა და სამშაბათიდან პისიარ ტესტირებას შემოუერთდება ახალი კერძო ლაბორატორიები, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს ქსელს და შეამცირებს იმ დროს, რაც გვჭირდებოდა ტესტების აღებაზე და პაციენტს არ მოუწევს დაყოვნება. ასევე ფართოდ არის გამოყენებული ანტისხეულების ტესტები – ამ ტესტებსაც ვიყენებთ უკვე ცხელების კლინიკებში, კოვიდკლინიკებში.

დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის ტესტირება, ასევე თავდაცვის სამსახურებში გამოვიყენეთ ანტისხეულების ტესტები, ასევე სწრაფი ანტიგენტესტები და პირველი სამიზნე ჯგუფი მაინც არის სამედიცინო პერსონალი – სასწრაფო, გადაუდებელი დახმარების სამსახურში დავიწყეთ ახლა ტესტირება, სადაც 4500 თანამშრომელია დასაქმებული. კვირის ბოლომდე პირველი ათასამდე თანამშრომელი გაივლის ტესტირებას კვირის ბოლომდე. ოქროს სტანდარტი რჩება რა თქმა უნდა „პისიარ“ ტესტირება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ტესტირების სამიზნე ჯგუფებს, მისი განმარტებით, აქ შედიან განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონდე ადამიანები, მათ შორის სამედიცინო პერსონალი, თავშესაფარში მცხოვრები პირები, ისინი, ვინც შედიან ორგანიზებულ ჯგუფებში.

„ორგანიზებული ჯგუფებიდან დაწყებული გვაქვს ჯარის მოცვა, ასევე – სამედიცინო პერსონალის. შემდეგი ჯგუფი აუცილებლად იქნება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები და იქ მცხოვრები ბენეფიციარები, თავშესაფრებში მყოფი პირები და ამავე ჯგუფს მიეკუთვნებიან სამონასტრო კომპლექსში მცხოვრები პირები და მათთვისაც რეკომენდებულია ანტისხეულებით ტესტირება. ასევე გვაქვს შესაძლებლობა, ასეთი ტესტირება ჩავატაროთ იმ პირებში, რომლებიც ასრულებენ იზოლაციის პერიოდს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს