სამსახურიდან განთავისუფლებული საჯარო მოხელეები – სენაკის მერის სკანდალური გადაწყვეტილება

“2018 წელს სენაკის ყოფილმა მერმა აუდიტის სამასახურის უფროსს ვახო კიტიას დაავალა ერთ-ერთი თანამშრომლისთვის საქმის “შეკერვა”განთავისუფლების მიზნით,მაგრამ მან ეს არ გააკეთა და თვითონ დატოვა სამსახური. კაცი იყო უპირველსად და მოიქცა კაცურად. რატომ გავიხსენე ეს?
დღეს დილით,ფოსტამ მომიტანა ორი კონვერტი,სადაც სენაკის მერის ბრძანება იყო მოთავსებული,ჩემი და ჩემი შვილის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.ჯერ კიდევ გაოგნებული ვარ.თუმე მერს არ მოვწონვართ და მხოლოდ ეს იყო მისი ვაივაგლახით ჩამთავრებული მერობის მეოთხე წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება.ვინ დაუწერა ეს უარგუმენტო ბრძანება ცოდვა მის კისერზე იყოს.მოვიცლი ყველასთვის.
მივმართავ ყველა სამთავრობო თუ არასამთავრო უწყებას,უფლებადამცველებს,”ქართული ოცნებას” დაიცავით ჩემი და ჩემი შვილის უფლებები,რომელიც უსამართლოდ შელახა სენაკის მერმა,ქართული ოცნების მტერმა და ახალგაზრდების დემოტივატორმა ლევან კუპრეიშვილმა.რა თქმა უნდა ბრძოლას ვაპირებ,მით უფრო ვარ ცამდე მართალი,პროფესიონალი,მოწესრიგებული საჯარო მოხელე და აუგად არ მიხსენებია არასდროს მთავრობა.2011 წლიდან ,როგორც კი ქართული ოცნება გამოჩნდა პოლიტიკურ ველზე,როგორც მწვანეთა პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრი,ვიყავი და დღემდე ვარ მისი აქტიური მხარდამჭერი,მაგრამ ლევან კუპრეიშვილისთანა ადამიანები უკარგავენ ოცნებას რეიტინგს და ნდობას და სურვილს დარჩნენ მის მხარდამჭერებად.

უკარგავს მოტივაციას . უფრო მეტიც ამ გაგანია ეპიდემიის დროს,ტან წინასაარჩევნო პერიოდში,როცა ქუდი დახურული აქვს და მიდის,ოჯახიდან ორი წევრი დაგვსვა სახლში.ჯერ სხვას არაფერს დავწერ,კუპრეიშვილო მერია არ არის შენი შპს და არც საჯარო სამსახურის შესახებ კანონი დაწერილა საბავშვო ბაღში. მით უფრო არცერთი არვართ შენი დანიშნულები,კონკურსის წესით ვარ დანიშნულები და ჩვენზე დაკისრებულ საქმეს ვასრულებდით პირნათლად და უფრო მეტ საზოგადოებრივ საქმესაც რაც შენთვის უცხოა.წაიკითხე კარგად კანონები და მოიქეცი კანონიერად. დისკრიმინაცია და ქალზე ძალადობის ფაქტები რომ დამალე და პოლიციაში ჩააწყვე ,მე არ დამვიწყებია.ყველა დოკუმენტი ხელთ მაქვს. იმას უცებ გამოგიფენ. შენი პრიმიტიული გათვლები საკადრო ცვლილებზე არ გამოგივა,კარგად გაუფრთხილდი მოადგილეს,რომლისთვისაც ადგილები გამოანთავისუფლე ჩემს სამსახურში.ჯერ სამსახურის უფროსი , ( თუმცა მისი მდგომარეობა ჩემსას ჯობია) მერე მე.ჩემთან ომი გინდოდა ?მიიღებ!”ქართულო ოცნებავ”მოაშორეთ ეს ადამიანი შტაბს.თქვენზე დაბოღილმა ჩემზე იყარა ჯავრი და არც თქვენ დაგადგებათ კარგი დღე”-აცხადებს ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის მეორე კატეგორიის ყოფილი უფროსი დალი ქაჩიბაია.

დალი ქაჩიბაიას განცხადებით, როგორც მას ასევე მის შვილის არანაირი გადაცდომა არ ჰქონიათ სამსახურში და სენაკის მერმა შესაბამის ბრძანებაში განთავისუფლების მიზეზად დაასახელა, რომ მერს ისინი უბრალოდ არ მოსწონს.

,,თაიმერთან” საუბარში დალი ქაჩიბაიამ განაცხადა,რომ ის ყველა გზას მიმართავს რათა როგორც მისი, ასვე მისი შვილის უფლებები არ დაირღვეს.

banner
წინა სტატიაშიპარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის პარტიული სიის ათეული ცნობილია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელმა კოლეგამ ქალაქ ლვოვში უმასპინძლა