სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სატყეო უბნის სპეციალისტი ამხილეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამცხე – ჯავახეთის სატყეო სამსახურის ერთ-ერთი სატყეო უბნის სპეციალისტი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა სამოქმედო ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებაზე კონტროლი და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოჩენა, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ერთ – ერთ ფიზიკურ პირს მიანიჭა უპირატესობა და მისცა საშუალება, რათა ამ უკანასკნელს სატყეო უბნის ტერიტორიაზე, კანონდარღვევით მოეპოვებინა ნაძვის ნერგები.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე რამდენიმე პირი დააკავა, რომელთა შორის რუსეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან
შემდეგი სტატია„ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები ხუთჯერ შემცირდა