სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახები ერთჯერადად 100 ათას, ყოველთვიურად კი, 1000-ლარიან შემწეობას მიიღებენ

მთავრობის სხდომაზე ახალი გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი. მინისტრთა კაბინეტმა შს მინისტრის ინიციატივა განიხილა, რომლის თანახმადაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველისა და მაშველის ოჯახი ერთჯერადად 100 ათას ლარიან დახმარებას მიიღებს, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად 1000-ლარიან შემწეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით.
“შარშან ამ დღეს დაიღუპა მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 8 ადამიანი გადაარჩინა დაღუპვას და საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ადამიანების გადარჩენას. სიმბოლურია, რომ დღეს, ტრაგედიიდან ერთი წლის თავაზე ჩვენ ვიხილავთ მეხანძრე-მაშველებისა და მაშველებისთვის სამართლებრივი და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტს გაუმჯობესების კუთხით, სადაც მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპვის შემთხვევაში, ზუსტად ისე, როგორც პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა 100 ათასი ლარი, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად 1000 ლარიანი შემწეობა დაღუპულის ოჯახისათვის. ჩვენ უნდა ვუსურვოთ ყველა მათგანს მშვიდობიანი მოღვაწეობა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ამ დონეზე აყვანა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განახცადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ინვესტორებს მიმართავს
შემდეგი სტატიაკომერციული ატაშეების შესახებ კანონპროექტს მთავრობაში დღეს განიხილავენ