სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ერთ – ერთ კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში გააჩნდა წვდომა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე, განახორციელა ფინანსური ტრანზაქციები, თითქოსდა, ხდებოდა არსებული საგადასახადო ვალდებულებების და პარტნიორი კომპანიების დავალიანებების დაფარვა, რითაც ნიღბავდა კომპანიის კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების ფაქტებს. აღნიშნული გზით, ბრალდებულის მიერ ჯამში მითვისებული იქნა კომპანიის კუთვნილი 2 258 961 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი ჯანდაცვის მინისტრად თავისი ცოლის პირად სტომატოლოგს ნიშნავს
შემდეგი სტატიათბილისი პრაიდის კვირეული – ღონისძიებების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას ორგანიზატორები დღეს მიიღებენ