სამსახურებიდან გათავისუფლებულები ომბუდსმენის ინსტიტუტს ქმნიან – საჯარო მოხელეები უფლებების დასაცავად გაერთიანდნენ

საჯარო მოხელეები საკუთარი უფლებების დასაცავად ახალ ნაბიჯს დგამენ – იქმნება ომბუდსმენის აპარატი საჯარო მოხელეებისთვის. ეს გახდება საშუალება რეპრესირებული ადამიანებისთვის, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში ბრძოლა გააგრძელონ. ასეთი მაგალითები უკვე მრავლად გვაქვს “ქართულმა ოცნებამ” სხვადასხვა უწყებებიდან 1500-მდე საჯარო მოხელე გაუშვა.

საჯარო მოხელეების პროფკავშირების შემდეგ ომბუდსმენის აპარატის შექმნა იქნება ახალი ბერკეტი. მთელი წელია, საჯარო მოხელეები სასამართლოში იბრძვიან იმის დასამტკიცებლად, რომ ოცნების ხელისუფლებამ სამსახურები პოლიტიკური ნიშნით წაართვა. გათავისუფლებების სერია დეკემბერში ხელშეკრულებების ვადის გასვლის მოტივით დაიწყეს, გაუშვეს ისინი, ვინც პეტიციას ხელი მოაწერა და ოცნებას კონსტიტუციის 78 მუხლის დაცვას სთხოვდა და ვინც პროტესტს შეუერთდა.

დღეს რეპრესირებულ საჯარო მოხელეებს სოლიდარობა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილმა, მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყანა საბჭოთა წარსულში დააბრუნა და თავისუფალ, ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს მორჩილებაში მყოფი საჯარო მოხელეები ურჩევნია.

banner
წინა სტატიაშიბერდია კალანდია: “როცა წლების განმავლობაში ფლობ ძალაუფლებას, აკონტროლებ სისტემას და მაინც ამტკიცებ, რომ კორუფცია არსებობდა და ახლაც არსებობს, ეს უკვე არა შეცდომა, არამედ თანამონაწილეობაა”
შემდეგი სტატია“უკრაინა და მისი მოკავშირეები შეთანხმების მიღწევას ხელს უშლიან” – სერგეი რიაბკოვი