სამოქალაქო საზოგადოება მესამე პრეზიდენტის საქმის საფუძვლიანად შესწავლას ითხოვს. გაერთიანების წევრებმა დღეს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. საზოგადოებაში აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია და აუცილებელია მისი საქმის გამოძიება.
“პირველი დღიდანვე ვაპროტესტებდით მიშას მდგომარეობას, მისი უფლებების შეზღუდვას და დარღვევას, როგორც პატიმრობის განხრით, ასევე პაციენტის უფლებების დარღვევასაც. კონფერენციამ იმსჯელა ამ საკითხებზე და მიმართა უკრაინის ხელისუფლებას. შედგა ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ასევე გაიგზავნა უკრაინის ხელისუფლებასთან, სადაც მოთხოვნილია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყოს გამოძიება იმ დარღვევებზე, რომელიც მიშა სააკაშვილის მიმართ იყო,” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოების წევრმა ექიმმა მანანა ჯებაშვილმა.
მხატვარი გია ბუღაძე აცხადებს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შექმნა, ციხეშია. ბუღაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი მიმართვები გაგზავნილია, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, აუცილებელია ქართული საზოგადოება უფრო აქტიური იყოს ამ საკითხის მიმართ.