„სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო“ სკანდალურ კვლევას ასაჯაროვებს

მინისტრების „ვოიაჟები“ : ჩინეთში, იაპონიაში , ნიდერლანდებში, დანიაში, შვეიცარიაში , აშშ – ში , თურქეთში, ლუქსემბურგში.
„სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ ახალ კვლევას ასაჯაროვებს.
“13 სამინისტროში სამივლინებო ხარჯმა შეადგინა 5 628 739 ლარი.
წარმომადგენლობითმა ხარჯმა 2 182 920.
ძირითადად ქვეყნის გარეთ მოგზაურობენ თანამდებობის პირები, მაგალითად: დავით სერგეენკო – ნიდერლანდები, დანია, შვეიცარია, აშშ .
გიგლა აგულაშვილი – ნიუ-იორკი , ანკარა, ლუქსემბურგი.
რიგითი თანამშრომლები კი ქვეყნის შიგნით მივლინებებს ჯერდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ სამინისტროს არ მოუწოდებია დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს თუ რა კონკრეტული შედეგით დაბრუდა თანამდებობის პირი (თანამშრომელი) მივლინებიდან, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს , რომ მათ მივლინებები „ვოიაჟები“ უფროა და სწორედ მათი „ვოიაჟებისთვის“ ჩვენ საკუთარი ჯიბიდან გვიწევს გადახდა.
არ არის აქ საუნარი იმაზე, რომ საერთოდ არ უნდა დადიოდნენ მივლინებებში, რა თქმა უნდა მსოფლიო პრაქტიკა კონკრეტულ სფეროებში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთის, მაგრამ უნდა არსებობდეს დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება, მიზნობრიობა თუ რისთვის მიდის კონკრეტული თანამშრომლი მივლინებაში და რა შედეგით ბრუნდება, აისახება თუ არა ეს მივლინება ქვეყნის განვითარებაზე.
რაც შეეხება წარმომაგენლობით ხარჯებს , აქ უფრო რთულად გვაქვს საქმე, მიუხედავად თანამდებობის პირების მაღალი ხელფასებისა , პრემია-დანამატებისა, რის შესახებაც დეკლარირებული პოზიცია ჰქონდათ, ვგულისხმობ „ქამრების შემოჭერის პოლიტიკას“ და სამწუხაროდ ესეც ერთ-ერთ შეუსრულებელ დანაპირებად დარჩა, გამოდის , რომ ჩვენ ჩვენივე ჯიბიდან ვუხდით მათ ხელფასს, პრემი-დანამატს და ისევ ჩვენვე ვიხდით მათი ყავის, ჩაის, წყლის, კვების პროდუქტების, საჩუქრების, სარესტორნო მომსახურების, სასტუმრო მომსახურების ხარჯებს და ეს ყველაფერი იმის ფონზე , როდესაც უფასო სასადილოებში კვებისთვის გამოყოფილია 1.18 სერვისი , სოციალურად დაუცველებს 30-50 ლარამდე აქვთ ყოველთვიუი დახმარება და ასევე სოციალურად დაუცველ ოჯახებში, სადაც 16 წლამდე ბავშვი ჰყავთ, მათ მხოლოდ 10 ლარით ეხმარებიან.
1) ენერგეტიკის სამინისტრო- მივლინების ხარჯმა 125 474 ლარი შეადგინა, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯი 30 629 შეადგენს.
2) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო-მივლინების ხარჯმა 122 257 ლარი შეადგინა , ხოლო წარმომაგენლობითმა ხარჯმა 11 755 ლარი.
3) მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში- მივლინების ხარჯი 410 052 ლარს შეადგენს, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯი 83 585 ლარს.
4) ფინანსთა სამინისტრო – სამივლინებო ხარჯი 305 545 ლარია, ხოლო წარმომადგენლობით 109 625 ლარი
5) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამივლინებო ხარჯმა 229 736 ლარი შეადგინა , ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯი 151 836 ლარია.
6) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო-სამივლინებო ხარჯი 50 671 ლარია , ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯი 19 810 ლარს შეადგენს .
7) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი-სამივლინებო ხარჯი 109 419, ხოლო წარმომადგენლობითი 38 620 ლარი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო- სამივლინებო ხარჯი 125 347 ლარი შეადგინა , ხოლო წარმომადგენლობითმა ხარჯმა 65 073 ლარი .
9) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო- სამივლინებო ხარჯი 122 911 ლარი , ხოლო წარმომადგენლობითი 182 066 ლარი .
10) ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო- სამივლინებო ხარჯმა 211 919 ლარი შეადგინა.
11) სოფლის მეურნეობის სამინისტრო-სამივლინებოხარჯი 447 628 ლარი , ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯი 135 079 ლარს შეადგენს.
12) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო- სამივლინებო ხარჯი 96 334 ლარი , ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯი 21 033 ლარს შეადგენს
13) შინაგან საქმეთა სამინისტროსამივლინებო ხარჯი 3 271 299 ლარია , ხოლო წარმომადგენლობით ხარჯი 1 333 809 ლარს შეადგენს.

 

 

„სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“

 

banner
წინა სტატიაშიარიზონაში პოლიციელებს ქურდი უჩვეულო პოზაში დახვდათ
შემდეგი სტატიაქართული ღვინის ბაზარზე კიდევ ერთი ახალი კომპანია გამოჩნდა