„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლების მიერ 13:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევები

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 190-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, გამოავლინეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე ფაქტი. კერძოდ:
1. რუსთავის N9 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის მითითებით საარჩვნო უბანზე მივიდა უცხო პირი, რომელიც არ ყოფილა რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით აღნიშნულ პიროვნებას უნდა უზრუნველეყო გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების ტრანსპორტირება. ორივე კომისიის წევრმა განაცხადა უარი მისი მანქანით სარგებლობაზე, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ შეუწყვიტა კომისიის წევრებს ფუნქცია და აღნიშნული ფუნქცია ზეპირსიტყვიერად გადასცა კომისიის სხვა წევრებს.

2. რუსთავის ოლქის თითქმის ყველა უბანზე, საარჩევნო უბნის შესასვლელთან მობილიზებული არიან ადამიანები, პარტიული ან სადამკვირვებლო ორგანიზაციის წამომადგენლები ან ბეიჯის არმქონე პირები, რომლებიც ტელეფონის საშუალებით ახდენენ მოსული ამომრჩევლის პერსონალური ინფორმაციის (სახელის და გვარის) გადაცემას უცნობი პირებისთავის. მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა ინფორმაციის დაცვის ინსპექტორის აპარატს მოახდინოს აღნიშნულ შემთხვევებზე რეაგირება და დროულად აღმოფხვრას დარღვევის ყველა ფაქტი.

3. მცხეთის N26 საარჩევნო უბანს აქვს ორი კარი, ერთ კართან იდგა ნაკადის მომწესრიგებელი და ხდებოდა ამომრჩევლის შეშვება კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით, ხოლო მეორე – უკანა კარიდან ამომრჩეველი შედიოდა ყოველგვარი მარკირებისა და იდენტიფიკაციის გარეშე.

4. კომისიის წევრების ფუნქციების გამოსავლენი წილისყრის პროცედურები დაირღვა რუსთავის N1, რუსთავის N2, მცხეთის N1, მცხეთის N26, რუსთავის N76, რუსთავის N16, მცხეთის N11, მცხეთის N21 და სამგორის N97 უბნებზე.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოვებელ გარემოში ჩატარებას და ამომჩეველის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშატაბით აკვირდება ორგანიზაციის 190 დამკვირვებელი.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების წინაღამეს ამ პროდუქტების დაფასოება და ულუფებად გადანაწილება მედიამ გადაიღო
შემდეგი სტატიაგაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17.72%, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია