სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალეს” წევრები თბილისის მერიასთან ავტომობილის ბუფერებით მივიდნენ

სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალე” ამ წუთებში თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები კახი კალაძის უწყებასთან ავტომობილის ბუფერით მივიდნენ და თბილისის მერიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ტაქსის მძღოლებისთვის “ბამპერების” შეღებვას გულისხმობს.

აქციის მონაწილეებს სურთ, თბილისის მერიის შენობის მისაღებში ჩააბარონ ავტომობილის ნაწილი, თუმცა ისინი დაცვის სამსახურმა შენობაში არ შეუშვა.

“იმ დროს როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, მათ შორის საცობების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ამ დროს ვხედავთ კალაძის მორიგ ახირებას “ბამპერების” შეღებვის თაობაზე. ვაპროტესტებთ კალაძის მორიგ უაზრო რეგულაციას და მოვუწოდებთ მერიას და საკრებულოს, იზრუნონ რეალურ პრობლემებზე, რაც ქალაქშია,”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

თბილისის საკრებულო დღეს ბუფერის შეღებვაზე დადგენილებას განიხილავს. დედაქალაქის მერის განცხადებით ტაქსის მძღოლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მანქანა სრულიად თეთრი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან.

banner
წინა სტატიაში“ბატონი რომან გოცირიძე ხინკალზე გვეპატიჟება,გნებავთ ახლა ისარგებლოთ ფრაქციის დროით, თუ შესვენება გამოვაცხადოთ?”-ოხანაშვილი დეპუტატებს
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა