“სამოქალაქო მოძრაობა” საპენსიო სააგენტოს შეკითხვებით მიმართავს

სამოქალაქო მოძრაობას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მოძრაობის წევრებს აინტერესებდათ საპენსიო სააგენტოს დაქვემდებარებაში გადადის თუ არა ე.წ. სოციალური პენსიები. სააგენტოს კითხვები ოფიციალურად წარედგინათ. დღეს “სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენელმა ვატო სურგულაძემ მოძრაობის სახელით განცხადება სააგენტოში პირადად მიიტანა, რის შემდეგაც სააგენტოს ხელმძღვანელსაც შეხვდა.

სურგულაძემ გარკვეულ კითხვებზე პასუხი მიიღო და განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში დამატებითი პასუხებს უკვე წერილობითი ფორმით ელოდება.

„ შედგა დისკუსია ყველა იმ შეკითხვაზე, რაც ჩვენ შევიტანეთ დღეს. პასუხები გვექნება წერილობით, რის შემდეგაც შეიკრიბება ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი და განვიხილავთ ამ პასუხებს. თუმცა ჩემთვის რაც იყო ძალიან საინტერესო და ალბათ ახალი, რომ ეს საპენსიო სააგენტო არ მართავს იმ ე. წ. სოციალურ პენსიებს და ეს ისევ რჩება სახელმწიფოს სხვა სტრუქტურების გადასაწყვეტი საკითხი. ანუ ეს რეფორმა ხდება ძალიან ცალსახად იმ ხალხისთვის, ვინც არის ორმოც წლამდე. ალბათ ეს საკითხი საჭიროებს უფრო ღრმა შესწავლას და ჩაძიებას“- აღნიშნა სურგულაძემ.

banner
წინა სტატიაშინიქაბის და ბურკის აკრძალვა – ემზარ კვიციანი სახალხო დამცველისგან კანონპროექტის გაკრიტიკების გამო განმარტებებს ითხოვს
შემდეგი სტატია,,სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რათა მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ”