სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” ენგურის ხიდამდე მსვლელობას გამართავს

სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” ზუგდიდან ენგურის ხიდამდე მსვლელობას გამართავს. ფეხით მსვლელობა 10:30-ზე დაიწყება. 15:00 საათზე კი ენგურის ხიდდთან პერფორმანსი “აფხაზეთი საქართველოა” გაიმართება.
სამოქალაქო საზოგადოება პუტინს წერილით მიმართავს.
წერილი პუტინს

,,ვიცით, როგორ ძალიან გინდა აღარ გვახსოვდეს, მოგვბეზრდეს, დავიღალოთ და ხელი ჩავიქნიოთ. ვიცით, თუ რამხელა ზიზღით, დაპირისპირებითა და გახლეჩვით კვებავ ამ თემას, მაგრამ დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას. ამ ომს, საინფორმაციო ომს, შენ ვეღარ მოიგებ.

დროა ერთიანი, მშვიდობიანი, ბედნიერი სახელმწიფოს შენების, სადაც ყველა ადამიანის უფლებები თანაბრად იქნება დაცული.

დიახ, გვჯერა რომ კედელზე გაკრული ერთი სტიკერი, ერთი შეძახილი, ერთი ბანერი, ერთი სტატია და ენგურისკენ ფეხით წასული ერთი კაცის პროტესტი შეცვლის ბევრ რამეს!

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 25 წლის თავზე, შენ მიერ გაბმულ მავთულხლართთან მივალთ იმის სათქმელად, რომ აფხაზეთი საქართველოა!”-ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების წერილში

banner
წინა სტატიაშიოჯახში ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაშვილმკვდარმა მამებმა პოლიტიკოსებს გვერდში დგომისკენ მოუწოდეს