25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

„სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებები შედის

„სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების მიხედვით, უმკვიდრო ქონებასთან დაკავშირებული საკითხი ახლებურად ყალიბდება.

შესაბამისი ცვლილებები „სამოქალაქო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უმკვიდრო ქონება აღარ გადაეცემა – ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულებას, სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებას, სამკურნალო ან აღმზრდელობით დაწესებულებას მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა დასახელებული დაწესებულებების რჩენაზე მამკვიდრებელი.

პროექტით განისაზღვრება, რომ თუ არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო ან ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.

banner
წინა სტატიაშიგარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის ახალი ადმინისტრაციული სანქციები წესდება
შემდეგი სტატიატრამპი აცხადებს, რომ არ არის მზად, ირანთან რამე სახის დათმობაზე წავიდეს