სამოქალაქო დაუმორჩილებლობა პარლამენტთან – აქცია გრძელდება

აქცია პარლამენტთან კომენდანტის საათი

21:00 საათზე ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა, კომენდანტის საათი დაიწყო, პარლამენტთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გრძელდება.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა თბილისის 3 სხვადასხვა ლოკაციიდან 17:00 საათზე დაიწყეს და ერთმანეთს პარლამენტის შენობის წინ შეურთდნენ.

მონაწილეები 21:00-დან 05:00 საათამდე დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვას დემონსტრაციულად დაარღვევენ. ორგანიზატორების ცნობით, საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკის ფონზე გაიმართება, მთელი ღამის განმავლობაში.

banner
წინა სტატიაშიმელია: ისეთი შეთანხმების აზრს ვერ ვხედავ, სადაც რიგგარეშე არჩევნები არ იქნება
შემდეგი სტატიამალხაზ თორია: ორსანტიაში მასიური ტესტირება მოხდება