სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: 28 იანვარს დანიშნული ფრენა ერთჯერადი რეისია

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ჩანიშნულ რეისთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ აღდგენილა და 28 იანვარს დანიშნული ფრენა ერთჯერადი რეისია, რომლის შესრულებაც შესაბამისი უწყებების მხრიდან რაიმე გამონაკლისის დაშვებას არ საჭიროებს.

“ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, დაგეგმილი ფრენა მიზნად ისახავს ბიზნესის წარმომადგენლების ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით, რაზეც მასზე გაიცა ერთჯერადი ნებართვა ორივე ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების მიერ. ინფორმაციისთვის, აქვე აღვნიშნავთ, რომ რუსული მხარის მიერ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ (2019 წლის 8 ივლისიდან დღემდე), საქართველოსა და რუსეთს შორის არაერთხელ შესრულდა ცალკეული ჩარტერული რეისი სამედიცინო დანიშნულებით, თუ ბიზნეს რეისი მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით”,-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ეს ჩვენი საერთო ფრონტია ასეთ დროს ხელისუფლების დუმილი სამარცხვინოა“ – თამარ ჩერგოლეიშვილი
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს ბრალი წარედგინათ