სამოქალაქო აქტივისტს ანა სუბელიანს კინო ამირანთან ქვა თვალში ესროლეს

კინო ამირანთან სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. TBilisi Pride-ს წარმომადგენლის გიორგი თაბაგარის ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა სუბელიანს ქვა თვალში ესროლეს. სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ დაშავებულს ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას სასწრაფო დახმარების ბრიგადა უწევს.

ჯერჯერობით, შსს-მ კინო ამირანთან სამი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა. ტაბულას უწყებაში განუცხადეს, რომ ანი სუბელიანის შესახებ ინფორმაციას არკვევენ.

banner
წინა სტატიაშიკინოთეატრ „ამირანში“ მაყურებელი პოლიციის დახმარებით შედის
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციის უფროსი – “დაპირისპირების საშუალებას არ მივცემთ”