სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დაკითხვა ე.წ. ცხინვალის პროკურატურაში გრძელდება

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურამ გაათავისუფლა – ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. გამოცემის კორესპონდენტის ცნობით, ოკუპირებულ ახალგორში 16 აგვისტოს დაკავებული აქტივისტი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, შინ დაბრუნდა. თუმცა, ის ვალდებული იყო ე.წ. პროკურატურაში დღეს დილიდან კვლავ გამოცხადებულიყო და ამ წუთებში იგი იკითხება. მეარაყიშვილის სახლი გაჩხრიკეს. ახლობლების ინფორმაციით, ე.წ. სამართალდამცველები გარკვეულ ლიტერატურას ეძებდნენ.

banner
წინა სტატიაში“ენმ”-მ ხობში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილავას სასამართლო სხდომა გაიმართება