სამოქალაქო აქტივისტის ნინო კალანდიას ინფორმაციით, დაპატიმრებულ მასწავლებელს, “ნინო დათაშვილს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

სამოქალაქო აქტივისტის ნინო კალანდიას ინფორმაციით, დაპატიმრებულ მასწავლებელს, “ნინო დათაშვილს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

“ნინო დათაშვილმა დამირეკა ციხიდან. აქვს ჯანმრთელობის, კერძოდ ხერხემალთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა. ერთი ფეხი აქვს გაშეშებული და აქვს ძლიერი ტკივილები. მთხოვა, იქნებ რამენაირად მოვაგვაროთ მისთვის ექიმის მიყვანა. ამას ითხოვს უკვე დიდი ხანია. ამასთან დაკავშირებით წერილი გაეგზავნა სახალხო დამცველის აპარატს. დაიწყეს ამაზე მუშაობა, თუმცა ექიმი ჯერ კიდევ არ შესულა ნინოსთან. დავრეკე სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე და ვუთხარი ნინოს მდგომარეობის შესახებ, ვთხოვე საკითხზე სწრაფი რეაგირება.

ასევე, ვითხოვე ლევან იოსელიანთან შეხვედრა, რომ უფრო დაწვრილებით ვუთხრა ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჩაინიშნეს და დამპირდნენ, რომ რეაგირება ექნებათ სწრაფი, ასევე დამპირდნენ, რომ გადასცემენ იოსელიანის თანაშემწეს, შეათანხმოს მასთან ჩემი შეხვედრის ამბავი.

ველოდები სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან სწრაფ მოქმედებებს. როგორც კი რამე ახალი ინფორმაცია მექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ისევ დავწერ აქ” – წერს ნინო კალანდია

banner
წინა სტატიაშიდღეიდან ოფიციალურად რეპრესირებული პროფესორი ვარ – ქეთი გიგაშვილი
შემდეგი სტატიაკი “გამიტრუხდა” ეს იზოლატორში შესვლა-გამოსვლა, მაგრამ რას აპირებთ? – თათია აფრიამაშვილი