სამოქალაქო აქტივისტი თათია მექვაბიშვილი პარლამენტთან დააკავეს.
მას სასამართლომ დღეს ტროტუარზე დგომის გამო 2 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მექვაბიშვილი სამართალდამცველებთან თავად მივიდა და დაკავება ითხოვა.
სანამ ხელბორკილებს დაადებდნენ, მექვაბიშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა და თავისუფლება უსურვა სინდისის პატიმრებს.
“ვფიქრობ, რომ საზოგადოება ახლა უფრო მოეგება გონს და ჩვენ გავაგრძელებთ ბძროლას ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის. ვიცი, რომ ეს შიში გადატყდება საქართველოში და ყველანი დავდგებით ერთად თავისუფლების სადარაჯოზე. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, – განაცხადა მექვაბიშვილმა.















