სამოქალაქო აქტივისტი, ანი ძულიაშვილი დააკავეს

პოლიცია სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას განაგრძობს – ცოტა ხნის წინ, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტი, ანი ძულიაშვილი დააკავეს.

აქტივისტი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით, თბილისის ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს.

ცნობისთვის, დღეს დააკავეს “სოვლაბის” მკვლევარი, ილიაუნის ლექტორი რუსუდან კობახიძე და აქტივისტები მარინე ნანავა და ლაშა-გურამ ღონღაძე.

ასევე, არსებული ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, ლეილა ცომაიაც.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ლაშა-გურამ ღონღაძე დააკავა
შემდეგი სტატიასაქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, ლეილა ცომაია პოლიციამ ისევ დააკავა