სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად მავთულხლართი მიიტანეს, რომელზეც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების” წევრების სურათები ჩამოკიდეს.

მათი განცხადებით, ამ ფორმით დღეს ისინი პროტესტს გამოხატავენ პარლამენტში მიმდინარე მოვლენებისადმი, სადაც საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

„გვახსოვს 20 ივნისი და არ ვაპირებთ, რომ არც ნიკა მელია და არც სხვა ადამიანი გავრილოვის ხარკისთვის დავაკავებინოთ”, – აცხადებენ აქტივისტები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს