სამონასტრო კომპლექსის მიწაზე მეუფის ბორდელია – რა გაშიფრა ელისო კილაძემ

“ხელი გაწიე, ვინმეში ხომ არ გეშლები, ისიც საკმარისია, რასაც ბედავთ და აკეთებთ ეკლესიის მიწაზე!”, – ასე მიმართავს ჟურნალისტი ელისო კილაძე ფეისბუქ-ლაივის დროს ტირ-პარკის დაცვის თანამშრომლებს, რომლებმაც მას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს და ტელეფონის წართმევა დაუპირეს.

ელისო კილაძის თქმით, გაარკვია ტირ-პარკის ადგილმდებარეობა, სადაც მარნეულისა და ჰუჯაბის მეუფეს, გიორგი ჯამდელიანს სამონასტრო კომპლექსი უნდა აეშენებინა (საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს), სინამდვილეში კი მიწა მის სიძეს გადასცა, რომელმაც ამ მიწაზე ტირ-პარკი გახსნა და ტერიტორიას უამრავი ტრაილერი სტუმრობს. ელისო კილაძის ლაივში ჩანან ასევე ტერიტორიაზე მყოფი ქალები და სხვადასხვა სახის მსუბუქი ავტომანქანები, მოწყობილია მცირე ზომის სასტუმრო ოთახები:

“არავის პირად სივრცეს არ ვეხები, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აქ არის მეუფის ბორდელი…” – ამბობს ლაივში ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიGlobal Tech Weekend Tbilisi 2025 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
შემდეგი სტატიაჩერგოლეიშვილი: რამდენიც არ უნდა ეჯაჯგუროთ ზურაბიშვილს, რომ მე და ბოკერია წინააღმდეგობის პლატფორმაზე არ უნდა ვიყოთ, ამით მაქსიმუმ თავები და პლატფორმა გაანადგუროთ