სამნიძის თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე ვენეციის კომისიას მეტი არგუმენტი სჭირდება

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ვენეციის კომისიას მეტი არგუმენტი სჭირდება ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე.

როგორც ჟურნალისტებს სამნიძემ განუცხადა, იმისათვის, რომ მდგრადი საარჩევნო სისტემა იყოს და მას ნდობა ჰქონდეს, მნიშვნელოვანია, ასეთი სახის ცვლილებები არ ხორციელდებოდეს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე.

„ვენეციის კომისიისთვის შექმნილი ვითარება გასაგებია და ხაზს უსვამენ, რომ ცვლილებები განხორციელდა კონსესუსით და გათვალისწინებულია, რომ ბოიკოტის შემდეგ მომზადდა ეს ცვლილებები. დასკვნაში ხაზს უსვამენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხს, რაზეც კითხვები გაჩნდა. კერძოდ, რა საჭიროა, მეორე მოადგილე იყოს, თუ არის ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე. ვენეციის კომისიას ამ საკითხზე მეტი არგუმენტი სჭირდება“, – განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავა: „სოციალური კოდექსის“ შემუშავება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში პარლამენტი პირველივე დღიდან ჩაერთვება
შემდეგი სტატიამომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი