სამნიძე – თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ყველანაირი ინიციატივა უნდა განვიხილოთ

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციამ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ყველანაირი ინიციატივა უნდა განიხილოს.

ასე უპასუხა მან მამუკა ხაზარაძის ინიციატივასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

„ყველანაირი ინიციატივა უნდა განვიხილოთ. ჯერ ოპოზიციურ პარტიებს შორის არანაირ საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ ვთვლი, რომ მალე ეს პროცესი დასაწყებია. ყველა შესაძლო ვერსიაზე უნდა იმსჯელოს ოპოზიციამ“, – აღნიშნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას პროცესი დასრულდა
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე – გიორგი გახარიამ პირადად გადმომცა მუქარის წერილი