სამნიძე – შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, ჩემი პოზიციაა, უნდა ვესაუბროთ სპიკერს ჩვენი დღის წესრიგით

შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, როგორც ჯგუფში, ასევე პოლიტიკურ პარტიებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხვალ დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკელმა“ ხათუნა სამნიძემ განუცხადა.

სამნიძის თქმით, მისი პოზიციაა, ოპოზიციონერები ესაუბრონ პარლამენტის სპიკერს საკუთარი დღის წესრიგით.

„ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენი დღის წესრიგით უნდა მივიდეთ და ველაპარაკოთ სპიკერს. მე გეტყვით ჩემი პარტიის პოზიციას. მე ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა იმისთვის, რომ საპარლამენტო მუშაობა გაძლიერდეს. თუ გვინდა რიგგარეშე სესია კონკრეტული დღის წესრიგით, ჩვენ სპიკერს უნდა ველაპარაკოთ. მე მინდა, ჩემს კოლეგებთან ერთად პოზიცია შევაჯერო, მაგრამ ჩემი პოზიციაა, ჩვენ უნდა ვესაუბროთ სპიკერს ჩვენი დღის წესრიგით“, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

banner
წინა სტატიაშიგანადგურებული მარიუპოლის აღდგენას 7-10 წელი და $14 მლრდ სჭირდება – ბოიჩენკო
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა