სამნიძე – საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ეს ხელისუფლება და არჩევნები არ გვინდა, არასწორია

საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ეს ხელისუფლება და არჩევნები არ გვინდა, ეს არის არასწორი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ხათუნა სამნიძემ კომენტარი გააკეთა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, სადაც ჯაფარიძემ აღნიშნა: „ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან“.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, ეს ხელისუფლება წავა არჩევნების გზით.

„პროტესტი არის გამოხატვის კონსტიტუციური ფორმა, ისევე როგორც აქციები. არაერთხელ გვინახავს ჩვენს ქვეყანაში, მოქალაქეებს აქვთ უფლება გააპროტესტონ, მიიღონ აქციებში მონაწილეობა და ეს არის ნორმალური პროცესი. საუბარი, რომ არჩევნებით არ წავა ეს ხელისუფლება, არჩევნები არ გვინდა, ეს არის არასწორი, ამას არასდროს არ დავეთანხმები, ეს ხელისუფლება წავა არჩევნების გზით, არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალური აქტივობით“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩინეთი რუსეთში, სამხედრო წვრთნებში ჯარებს გაგზავნის
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – დიპლომატი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს და 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად “გავრილოვის ღამედ” არ უნდა მოიხსენიებდეს