სამნიძე – სააკაშვილმა საზღვარი თუ გადმოკვეთა, ქვეყნის პრობლემა იქნება, ხოლო თუ ვიდეოები ნამდვილი არ არის, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემაა

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილმა ისე გადმოკვეთა საზღვარი, რომ ამის გაკონტროლება შესაბამისმა უწყებებმა ვერ მოახერხეს, ეს სერიოზული პორობლემაა.

„თუ სააკაშვილიმა ისე გადმოკვეთა საზღვარი, რომ ამის გაკონტროლება ვერ მოახერხეს სახელმწიფო სტრუქტურებმა, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. იმის შემდეგ, რაც ათასობით ფაილი გაავრცელეს სპეცილურად სუსი-დან, არაფერი მიკვირს. ეს ვიდეოები თუ არ არის ნამდვილი, ეს უკვე არის ძალიან სერიოზული პრობლემაა თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა სამნიძემ.

https://youtu.be/9k7cnkwyvgg

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდიდან ბათუმში სპეცრაზმი გადაიყვანეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიანათელაშვილი – რაიმე გარდამტეხი ძვრები სააკაშვილის ჩამოსვლით არ იქნება