სამნიძე – როდესაც ქვეყანაში ამ ტიპის დაპირისპირება ხდება, ეს ყოველთვის წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან

პრემიერმა თქვა, რომ თურმე მარშის ჩატარებას არ ემხრობა, თურმე კონსტიტუცია უნდა წავიკითხოთ ისე, როგორც პრემიერს სურს და არა ისე, როგორც არის დაწერილი, რომ თითოეულ ადამიანს აქვს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. პრემიერის განცხადების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს მოძალადე, მარგინალური ძალები მის გარეშე ასეთი ტიპის ძალადობას ვერ გაბედავდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის განცხადებამ პირდაპირ წაახალისა და ხელ-ფეხი გაუხსნა ყველა იმ ადამიანს, ვინც რუსთაველზე ძალადობისთვის დგას.

„ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რუსთაველზე სალოცავად არავინ იკრიბებოდა. ლოცვისთვის საჭირო არ არის ადამიანების მარშუტკებით და სმს-ებით ჩამოყვანას გაუწიო ორგანიზება. ლოცვას ძალის დემონსტრირება არ სჭირდება. საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად ხელჩაკიდებული მოქმედებს, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ის ხელისუფლებას თითს უქნევს, როდესაც მას ეს სჭირდება. მას პირადად ღარიბაშვილისთვის თითის დაქნევა არ სჭირდება, რადგან პრემიერია ზუსტად იმ მხარეს, სადაც გვესმის ძალადობა და დაპირისპირება. როცა პრემიერი ძალადობაზე საუბრობს, უკეთესი იქნება თუკი უკეთ წაიკითხავს კონსტიტუციას. როდესაც ქვეყანაში ამ ტიპის დაპირისპირება ხდება, ეს ყოველთვის წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათბილისის მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლიდნენ