სამნიძე: რიგგარეშე არჩევნების საკითხი თავად ოპოზიციის გადასაწყვეტია

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ატმოსფერო საერთოდ არ მოასწავებს რაიმე შერიგების შესაძლებლობას. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე მხარე – „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ქართული ოცნება“ მზად არის შერიგებისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე შერიგებაზე საუბარი არასერიოზულია.

„მაშინ, როცა ერთ მაგიდასთან დასხდომის და საუბრის შესაძლებლობა არ ჩანს, არ ვფიქრობ, რომ შერიგებაზე საუბარი სერიოზულია“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას 2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

„ეს თემა დღის წესრიგში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დგას, რაც არ უკავშირდება არც საკონსტიტუციო ცვლილებებს, არც შერიგებას. ეს არის საკითხი, რომელიც გადასაწყვეტია თავად ოპოზიციის, დარჩება თუ არა დღის წესრიგში. არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თითის დაქნევით და შანტაჟით საუბრით ამ თემას შევცვლით“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და თბილისის სახელით ევროპის საბჭოს კონგრესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა
შემდეგი სტატიასააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების აღდგენის შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა