სამნიძე პრემიერს მიმართა: მიეცით გარანტია ყველას, რომ ღირსების მარშზე დაცულები იქნებიან

“5 ივლისს დაგეგმილია ღირსების მარში, რასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან უამრავი, ძალიან სახიფათო განცხადება კეთდება. მინდა, რომ თქვენ ამ მნიშვნელოვანი ტრიბუნიდან თითოეულ ადამიანს მისცეთ გარანტია, რომ ისინი დაცულები იქნებიან ამ დროს და ის მუქარები, რომლებიც ისმის ვერაფერს დააკლებს ამ ადამიანებს და პირველ რიგში, დაიცავთ კონსტიტუციას. თუ შეიძლება, ამ ტრიბუნიდან გვითხრათ თქვენი პირადი დამოკიდებულება და მზაობა, რომ დაიცავს სახელმწიფო ადამიანებს.” -დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის დაცვისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაში“დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები” – ხმაური პარლამენტში
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი ათწლიან გეგმაზე: არსებობს რისკი, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი განაწყონ ნიჰილისტურად