სამნიძე – მნიშვნელოვანია, მიშელის დოკუმენტის პუნქტები შესრულდეს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტები შესრულდეს. ამას მთელი ოპოზიციური სპექტრი ვცდილობთ “,- ამის შესახებ ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სამნიძე აღნიშნავს, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა პარტიებმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომ ისინი შეასრულებენ შარლ მიშელის დოკუმენტის ჩანაწერს და რეგისტრირება მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებების დაბალი ბარიერით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტები შესრულდეს. ამას მთელი ოპოზიციური სპექტრი ვცდილობთ. დღეს შეხვედრა ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების საკითხს, სამ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტზე, ეს არის დაბალი ბარიერი, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერია შარლ მიშელის დოკუმენტში, ასევე 4 წევრიანი ფრაქცია საპარლამენტო მუშაობის დროს და პროკურორის არჩევის წესი.

ამ მრავალფეროვან ქვეყანაში, სადაც ბევრი პოლიტიკური პარტიაა, იმისთვისაც, რომ დასრულდეს ორპარტიული დაპირისპირება, თუ პოლარიზაცია, ხელი შევუწყოთ მცირე პარტიებს რომ განვითარდნენ, თითოეულ მოქალაქეს საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავდეს პარლამენტში, ძალიან მნიშვნელოვანია დაბალი ბარიერი და სრულად პროპორციული სისტემა, აქამდე ეს არ გვქონია. ამ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შევასრულებთ შარლ მიშელის დოკუმენტის ჩანაწერს და ინიცირება მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებების დაბალი ბარიერით. ძირითადად ვთანხმდებით მნიშვნელოვან საკითხებზე, მცირე განსხვავებებია, რაშიც მე პრობლემას ვერ ვხედავ. ორშაბათს ეს ცვლილება უკვე დარეგისტრირდება “, – აღნიშნავს სამნიძე.

banner
წინა სტატიაშივახტანგ მეგრელიშვილი – „გირჩი“ საარჩევნო რეფორმას მხარს დაუჭერს
შემდეგი სტატიაევროპული საბჭო ევროკომისიას – წარმოადგინეთ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომები