სამნიძე: მე არ მაქვს ოპტიმიზმი და იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ და მოხდება შერიგება

მე არ მაქვს ოპტიმიზმი და იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ და მოხდება შერიგება, აქამდე ბევრი სხვა ნაბიჯია გადასადგმელი – პირველი ნაბიჯი არის უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც შერიგებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ცვლილებების მიღება იქნებოდა იმის ნიშანი, რომ ქართულ ოცნებას მართლაც სურს დეესკალაცია.

„შექმნილი ატმოსფეროდან, “ქართული ოცნების” რიტორიკიდან გამომდინარე, რა განცხადებებს აკეთებს ხელისუფლება, რა შიშები აქვს, რა დღის წესრიგი აქვს ოპოზიციურ პარტიებს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე არ მაქვს ოპტიმიზმი და იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ და მოხდება შერიგება. ვფიქრობ, აქამდე ძალიან ბევრი სხვა ნაბიჯია გადასადგმელი. ჩემთვის, ნიშანი, რომ “ქართულ ოცნებას” მართლაც სურს დეესკალაცია, ორპოლუსიანობის შეცვლა, ზიზღის და სიძულვილის ენის შეწყვეტა [არ ჩანს]. ეს რომ სურდეს „ქართულ ოცნებას“, ამისთვის აქვს პირველი ნაბიჯი გადასადგმელი, ეს არის უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ეს არის დოკუმენტი, რომელიც უკვე შეთანხმებულია. ოპოზიციური მხრიდან უკვე გაკეთებული გვაქვს განცხადება, რაც არ უნდა ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ ჩვენი კოლეგები, ყველანი ვაცხადებთ მზაობას, რომ კენჭისყრაზე სასესიო დარბაზში ყველა იქნება. ეს არის ნიშანი, რომ ოპოზიცია მზად ვართ ამ ნაბიჯებისთვის, ხოლო “ქართული ოცნება” უპირისპირდება ამას შერიგება იქნება ეს თუ შეთანხმება,”- განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიგანათლების უწყების წარმომადგენელი: მოვუწოდებ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კითხვის ნიშნები, ისტერიკების ფონზე, წიგნების დაწვის მოწოდებით გამოსვლის ნაცვლად, არგუმენტები მოგვწერონ
შემდეგი სტატიაკალაძე: თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ ცხოვრობ და მუშაობ – თბილისი არის ქალაქი თავისი მყარი სოციალური არქიტექტურით, ისტორიითა და განუმეორებელი კოლორიტით