სამნიძე: ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, სადაც ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია

“ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია, ამიტომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი შარლ მიშელის გადასაწყვეტია.

„მივესალმები ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას. ფაქტია, ევროკავშირის გირაოს შეთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები მას აღიარებენ, როგორც პოლიტიკურ პატიმარს, ასე იყო იმ დღიდანვე, როგორც კი შეთავაზებაში გაჩნდა ევრკავშირის მიერ გირაოს გადახდის იდეა. ეს კრგია. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ხელშეკრულებაში ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია.

ამიტომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება, მივყვებით ამ გზას. მეორე ამბავია მედიატორების მხრიდან, რომლებიც არიან ამ დოკუმენტის ავტორები, თუ მოხდება რაიმე ცვლილების შეტანა დოკუმენტში, რა თქმა უნდა, ორივე მხარის თანხმობით, მათ შორის ხელისუფლების თანხმობით.

ჩვენ გვახსოვს მათი განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი ხელს აწერენ დოკუმენტს იმ შემთხვევაში, თუ მასში ცვლილებები აღარ შევა. ამიტომ ეს საკითხი არის ისევ შარლ მიშელის გადასაწყვეტი. ჩვენ ჩვენი ვალდებულებები უნდა შევასრულოთ და ხვალ მივდივართ, რომ დავარეგისტრიროთ კანონპროექტი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: აბსოლუტურად გასაგებია მელიას მოტივაცია
შემდეგი სტატიახოშტარია: ამნისტირებულ პოლიციელებს შორის ერთ-ერთი ჯალათია და ხელმომწერი ოპოზიციონერები ამას უარყოფენ