სამნიძე ხაზარაძის ინიციატივაზე: ძალიან ადრეა ლაპარაკი ვინ რჩება პარლამენტში და ვინ არა

ხათუნა სამნიძეს ულტიმატუმების ენით საუბარი სწორი არ ჰგონია – “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომ თუ “ოცნება” მოსამართლეების დანიშვნას გააგრძელებს პარლამენტი დატოვონ, “მთავარი არხის” ეთერში გამოეხმაურა:

“ძალიან ადრეა ლაპარაკი ვინ რჩება პარლამენტში და ვინ არა, დღეს ჩვენ ვართ პარლამენტში და ნიშნავს, რომ სანამ პარლამენტში ვართ ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ. მე დღეს ულტიმატუმების ენით საუბარი არ მგონია სწორი, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ულტიმატუმების ენით დავიწყეთ საუბარი და დღესვე ვთქვით, რომ თუ ამას გააკეთებს “ოცნება” მე წავალ ბრძოლის ველიდან და იქიდან დავაკვირდები რას გააკეთებს “ქართული ოცნება”, ეს მე სწორი არ მგონია”, – თქვა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: ვერ ვხედავთ ფულის გათეთრების დანაშაულს
შემდეგი სტატიაბითაძე: ყველა დეპუტატი, რომელიც ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, მხარს არ დაუჭერს 100 ათასი თბილისელისთვის საკუთრების უფლების რეალიზებას