“შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა არ იქნებოდა მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში გვიწევს ჩვენ პოლიტიკის კეთება, როცა პოლიტიკოსები არ არიან პასუხისმგებელი საკუთარ ნაბიჯებზე. პირდაპირ არის პასუხისმგებელი ტიკარაძე ქვეყანაში მიმდინარე საკითხებზე და პრობლემებზე, რომელიც პანდემიას უკავშირდება. ამ თვალსაზირით ხელისუფლებამ უამრავი შეცდომა დაუშვა და ყოველდღიურად ეწირება ამ არასწორ მართვას, არასწორ გადაწყვეტილებებს, შეუთანხმებლობას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. მე ინფორმაცია არ მაქვს, კიდევ ვინ ტოვებს თანამდებობას და ვინ არა, მაგრამ გადაადგილებები იქნება არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და მანამ, სანამ “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში და ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გადავირჩიოთ ისინი რიგგარეშე არჩევნებით, რომელიც რჩება ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში, არ მგონია, რომ რაიმე შეიცვალოს მმართველობის სტილში, პასუხისმგებლობაში, ნაბიჯებში. “ქართული ოცნება” არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ თვლის არაფრად არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს , არც საზოგადოების პრობლემებს, არც ოპოზიციური პარტიების წინადადებებს, ეს არის ძალა, რომელიც მოქმედებს ერთი ადამიანის ინტერესების გათვალისწინებით და არა ქვეყნის ინტერესებისთვის,”- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.