სამნიძე: ძალიან რთული გზა გვაქვს არჩეული, რომელსაც ხელი მოვაწერეთ

“წაყენებული ბრალი რომ აღარ არსებობდეს, ეს მხოლოდ ამნისტიით შეიძლება. ამიტომ შემოგვთავაზა მედიატორმა ამნისტია”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ამნისტია არის ვალდებულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. გირაოს საკითხი არ გამორიცხავს ამნისტიას და ასეა ამ ხელშეკრულებაში. პარტნიორების მიზანი იყო, რომ მელიას გათავისუფლების შემდეგ არ დარჩენილიყო რაიმე საფუძველი, რომ ისევ დაპატიმრებული ყოფილიყო.

ვიცით, რომ წაყენებული ბრალი რომ აღარ არსებობდეს, ეს მხოლოდ ამნისტიით შეიძლება. ამიტომ შემოგვთავაზა მედიატორმა ამნისტია. ეს იდეა არც ჩვენ გაგვჩენია და არც “ოცნებას”. ამ ჩანაწერის შეცვლა ჩვენ თვითონ არ შეგვიძლია ცალმხრივად. აქ უნდა იყოს ორივე მხარის თანხმობა და მერე მედიატორების ჩართულობით შეცვლა. ძალიან რთული გზა გვაქვს არჩეული, რომელსაც ხელი მოვაწერეთ.

ამნისტიის ორი ვერსიაა, ხვალ დარეგისტრირდება და გაიხსნება ფართო დისკუსია ამ თემაზე”, – განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება
შემდეგი სტატიაოხანაშვილი: არ შეიძლება, გავავრცელოთ ამნისტია წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე