სამნიძე: არ მაქვს მოლოდინი რომ გომელაური ამ კითხვებს უპასუხებს

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პარლამენტის კომიტეტის სხდომა გაცილებით მეტი შეკითხვების დასმის საშუალებას იძლევა, სესიაზე კი დეპუტატისთვის კითხვის დასმისთვის შეზღუდული დროა.

„ჩვენმა ფრაქციამ ორჯერ დაიბარა გომელაური პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე და კომიტეტის სხდომა უფრო მეტი შეკითხვების დასმის საშუალებას იძლეოდა. სესიაზე თითოეული დეპუტატისთვის დრო შეზღუდულია და ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისთვის მხრიდან შეუძლებელია შეკითხვების დასმა. სწორედ ამიტომ არის ის მოწვეული სესიაზე და არა კომიტეტზე, სადაც ვითხოვდით მოსვლას. ორჯერ გავაგზავნეთ მოთხოვნა. დღეს შეკითხვები იქნება ძალიან ბევრი, მკაცრი და მწვავე. არ მაქვს მოლოდინი რომ გომელაური ამ კითხვებს უპასუხებს. როგორც ვიცი, მთელი ოპოზიციური სპექტრი იქნება ამ სხდომაზე. კითხვები ეხება ხუთ ივლისამდე პერიოდს, პრევენციულ ღონისძიებებს, ასევე ხუთ-ექვს ივლისს და ხუთი- ექვსი ივლისის შემდეგ რომ ვერ ვხედავთ ორგანიზატორებზე საქმეების გახსნას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: “ქართული ოცნების შიშის დეკლარაცია”
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ჩვენ შემოშვებაზე გადაცემული გვქონდა სია 53 ჟურალისტისა, რომელიც დაზარალდა, დაშავდა