სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან იმპორტი დღგ-ისგან გათავისუფლდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა.

მათ შორის, ეს ეხება დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეებისა და უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდებასა და იმპორტს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ეს გადაწყვტილება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს, შეუფერხებლად მიეწოდოს ყველა საჭირო ინვენტარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. დეტალები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა საგადასახადო შეღავათები მიიღო ბიზნესმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტყემალაძემ და რევაზ სოხაძემ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტები გადასცეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა